top of page

 ფასმაჩვენებლები და POS მასალები 

 მერჩენდაიზინგ აუდიტი 

 Merchandising Book 

მერჩენდაიზინგ აუდიტი

 მერჩენდაიზინგ აუდიტი 

გაიგეთ თუ რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი თქვენს მაღაზიაში - შეგვიკვეთეთ პროფესიონალური მერჩენდაიზინგ აუდიტი.

 მერჩენდაიზინგ აუდიტი - ეს არის მაღაზიის იმ პარამეტრები შეფასება, რომელიც მოქმედებს მაღაზიის ნავაჭრზე. 

  • ზონირება და სავაჭრო დარბაზის დაგეგმარება;
  • საქონლის განთავსების წესების დაცვა;
  • საქონლის განლაგების წესების დაცვა;
  • სასაქონლო მეზობლობა;
  • მაღაზიის გარე გაფორმება (ფასადი, აბრა, ვიტრინა, შესასვლელი);
  • მაღაზიის ინტერიერი;
  • სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, რომელიც მოქმებედებს ვაჭრობაზე.

აუდიტის შედეგად თქვენ მიიღებთ დაწვრილებით ანგარიშს, რომელც მოიცავს ფოტოსურათებს, რომელშიც მითითებულია შეცდომები და და მათი ლიკვიდაციის რეკომენდაციები, და, რაც მთავარია, კონკრეტული პრაქტიკული წინადადებები მაღაზიაში მერჩენდაიზინგის გასაუმჯობესებლად, მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად და მაღაზიის ნავაჭრის გასაზრდელად.

ფასმაჩვენებლები

 ფასმაჩვენებლები და POS 

თანამედროვე მაღაზია ვერ იმუშავებს ეფექტურად მომხმარებლისთვის გასაგები ფასმაჩვენებლების და POS მასალების გამოყენების გარეშე.

ჩვენ შევიმუშავებთ თქვენი მაღაზიისთვის POS მასალების და ფასმაჩვბენებლების მინიმალურად აუცილებელი კრებულის დიზაინს.

merchendising book

 Merchandising Book 

უნიკალური მომსახურება - Merchandising Book-ის შემუშავება აფთიაქებისთვის, სურსათის მარკეტებისთვის, ელექტრონიკისა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სხვა მაღაზიებისთვის. 

Merchandising Book - მერჩენდაიზინგის სახელმძღვანელო, რომელიც არეგლამენტებს მერჩენდაიზინგის წესების გამოყენებას სავაჭრო ქსელის ყველა მაღაზიაში.

 

სახელმძღვანელო მოიცავს მერჩენდაიზინგის პრინციპებს, საქონლის წარმოდგენის და განტავსების წესებს, თვალსაჩინო ფოტოსურათებს, ილუსტრაციებს და ნახატებს,განლაგების ტიპებს და სქემებს, სავაჭრო დარაბზის დაგეგმარებას - ეს ყველაფერი თანამშრომლებს საშუალებას მისცემს ადვილად გაიგონ და ეფექტურად გამოიყენონ მერჩენდაიზინგი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

 Merchandising Book მისცემს თანამშრომლებს მერჩენდაიზინგის ინსტრუმენტების კრებულს, რომელიც საშუალებას იძლევა: 

  • აწარმოოთ სავაჭრო დარბაზში სასაქონლო ჯგუფებეს სწორი განთავსება;
  • მაქსიმალურდ ეფექტურად გამოიყენოთ სავაჭრო დარბაზი, სავაჭრო აღჭურვილობა და ჭერის სივრცე;
  • განახორციელოთ და მუდამ შეინარჩუნოთ საქონლის განლაგება/ წარმოდგენა, რომელიც ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას; 
  • ასორტიმენტის ცვლილებისას თანამშრომლებმა თვითონ შეძლონ საქონლის განლაგება მერჩენდაიზინგის წესების თანახმად;
  • სწრაფად განახორციელოთ თანამშრომლებისთვის მერჩენდაიზინგის ჩვევების სწავლება;
  • მუდამ გამოიყენოთ მერჩენდაიზინგის წესები სამსახურში;
  • ეფექტურად გამოიყენოთ  POS მასალები.
bottom of page